ბაკურიანში 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტი, დავით მერაბიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს "მექანიკური ასფიქსია აღენიშნებოდა. სხვა დაზიანებები არ ჰქონია".