საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების და დაფარვისათვის განკუთვნილი ასიგნებები 59.2 მლნ ლარით მცირდება. ეს ცვლილება 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით არის გათვალისწინებული. ეს ძირითადად წარმოადგენს ევროგაერთიანების კრედიტის ძირიათადი თანხის 24.0 მლნ ევროს შემცირებას.
წლის განმავლობაში მისაღები საინვესტიციო კრედიტებისა და გრანტების ჩამორიცხვის ტენდენციების გათვალისწინებით განხორციელდა უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების და ამ პროექტების თანამონაწილეობასა და თანადაფინანსებაზე გათვალისწინებული ასიგნებების კორექტირება 117.8 მლნ ლარით, მათ შორის თანადაფინანსების _ 40.8 მლნ ლარით, ხოლო დაფინანსების _ 77.0 მლნ ლარით.
2009 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს პარლამენტი 4 დეკემბერს დაამტკიცებს.