რუსთაველის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაჰყავთ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.