ხულოში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა გუშინ, 30 ივლისს, მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.