მცირდება საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების დაფინანსება 5.4 მლნ ლარით მცირდება. ეს ცვლილება 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით არის გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, ეს გამოწვეულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები სახაზინო ვალდებულებევის ემისიის გრაფიკში ცვლილებების შეტანით.
კერძოდ, ახალი გრაფიკის მიხედვით 2009 წლის ყველა ემისია დაიფარება 2010 წელს, შესაბამისად დისკონტის ხარჯიც გაწეულ იქნება 2010 წელს.
2009 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს პარლამენტი 4 დეკემბერს დაამტკიცებს.