ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო პოლიციელი ნუკრი ბაქრაძე, რომელმაც თბილისის მეტროში არასრუწლოვან შშმ ბიჭზე იძალადა.
გამამტყუნებელ განაჩენს 8 ნაფიცი მსაჯული მიემხრო, 4 - წინააღმდეგ წავიდა.
ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნუკრი ბაქრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სასჯელის მინიმალური ზომა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მეტროში არასრულწლოვან ბიჭს სცემდა. ვიდეოში ასევე ჩანს მეორე პოლიციელი, რომელმაც არაფერი გააკეთა მის თვალწინ მიმდინარე დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად.
25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ორივე პოლიციელი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძე დააკავებს ბრალდებით - არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. ხოლო კახა ბაკაშვილი კი, რომელმაც დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
14 ივლისს, კახა ბაკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ მას სასჯელის ზომად 6-თვიანი პირობითი მსჯავრი და 1-წლიანი გამოსაცდელი ვადა განუსაზღვრა.