ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღვოდა. შელაპარაკება წვეულებაზე მოხდა, სადაც ახალგაზრდები ერთ-ერთი თანატოლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
მკვლელობის ადგილას პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.