ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმაზაციით ზოგიერთი მხარჯავი დაწესებულების ასიგნებები მცირდება. ეს ცვლილება 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით არის გათვალისწინებული.
პროექტის მიხედვით, კერძოდ მცირდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასიგნებები _ 200.0 ათასი ლარით, საქართველოს მთავრობის კანცელარია _ 500.0 ათასი ლარით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო _ 75.0 ათასი ლარით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო _ 3.0 მლნ ლარით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო _ 11.6 მლნ ლარით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო _ 5.0 მლნ ლარით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო _ 30.0 მლნ ლარით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო _ 2.4 მლნ ლარით და ა.შ.;
2009 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს პარლამენტი 4 დეკემბერს დაამტკიცებს.