საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები იზრდება 22.0 მლნ ლარით. ეს ცვლილება 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით არის გათვალისწინებული.
პროექტის მიხედვით, ეს თანხა ძირითადად მიმართული იქნება ქვეყანაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსებლად.
2009 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს პარლამენტი 4 დეკემბერს დაამტკიცებს.