ყოფით ნიადაგზე დაწყებული კამათი, 33 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა.
შემთხვევა სოფელ კარბში მას შემდეგ მოხდა, რაც მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.
კონფლიქტი სარწყავი არხის გამო დაიწყო და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათი ინფორმაციით, თავდაპირველად მოკლულმა 33 წლის მამაკაცმა მეზობელს ბლაგვი საგნით მიაყენა დაზიანება, რაც მისმა დედამ დაინახა, რის შემდგომაც ასაკოვანმა ქალმა, შვილის დაცვის მიზნით, 33 მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყა.
მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
სამართალდამცველებმა 70 წლის ქალი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განხრაზ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია.