მიმდინარე წლის ბიუჯეტში ასიგნებები დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით 189.7 მლნ ლარით მცირდება და 6 981.4 მლნ ლარს შეადგენს. ეს ცვლილება 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით არის გათვალისწინებული, რომლის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმიდინარეობს.
ცვლილებების თანახმად, 35.0 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მიიმართება ხაზინის ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე, რომლიდანაც უმოკლეს დროში განხორციელდება მეწარმეების მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნება.