აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ უკრაინისთვის 270 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა.
პაკეტში შემავალ შეიარაღებასთან დაკავშირებით, კირბიმ 22 ივლისს დახურულ ბრიფინგზე განაცხადა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
4 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა HIMARS-ს;
36 000 საარტილერიო ჭურვს;
3 000 ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღს;
580 ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს Phoenix Ghost-ს.
ჯონ კირბის განცხადებით, ამ დროისთვის, უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 8,2 მილიარდი დოლარია.
ამასთან, ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას უკვე ექნება 20 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა HIMARS-ი, საიდანაც 16 შეერთებულმა შტატებმა გადასცა, 4 სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა.
ამ ახალი სამხედრო პაკეტის დამტკიცების შესახებ, ჯონ კირბიმ ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში დაანონსა.