უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 352 ბავშვი დაიღუპა და 657-ზე მეტი დაშავდა.
ბავშვების უმეტესობა დაიღუპა ან დაშავდა დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ლუგანსკის, მიკოლაივის, ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებში.
გარდა ამისა, რუსული ჯარების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მუდმივი დაბომბვისა გამო დაზიანდა 2 126-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, 216 მთლიანად განადგურდა.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული მონაცემები არასრულია, რადგან მიმდინარეობს მუშაობა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დასადგენად აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, ასევე დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ოფიციალური მონაცემებით, 12 ივლისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 5 024 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 343 ბავშვი. გაერო განმარტავს, რომ ეს მონაცემები არის დადასტურებული და დოკუმენტირებული, რეალური მონაცემები შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.