გერმანიამ უარი თქვა კიევისთვის Fuchs-ის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებაზე, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამის შესახებ 7 ივლისს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველაფრით, რაც შესაძლებელია და რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებელნი. მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გერმანიის თავდაცვისუნარიანობა", - განუცხადა ლამბრეხტმა dpa-ს.
"ამიტომ, უპასუხისმგებლოა, განსაკუთრებით ამ დროში, ბუნდესვერის "გაძარცვის" მცდელობა და ბუნდესვერის გენერალური ინპექტორის რეკომენდაციების იგნორირება", - თქვა ლამბრეხტმა.
მანამდე, ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა ებერჰარდ ცორნმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს Fuchs-ის ჯავშანტრანსპორტიორის უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობას.
ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატების ფრაქცია უკრაინისთვის 200 Fuchs-ის ჯავშანტრანსპორტიორების გაგზავნას მოითხოვს.