უკრაინის გენერალური პროკურატურის ბოლო მონაცემებით, რუსეთის სამხედრო აგრესიას 346 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პროკურატურის ცნობით, დაშავებული 645 ბავშვზე მეტი.
"ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, მონაცემების გარკვევაზე მუშაობა გრძელდება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე", - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
ბავშვებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლია დონეცკის ოლქში, სადაც დაიღუპა ან დაიჭრა 346 ბავშვი, ხარკოვში - 186 და კიევის ოლქში - 116.
რუსული არმიის ბოლო მსხვერპლი 4 წლის გოგონა იყო, რომელიც 3 ივლისს ბახმუტის დაბომბვის შედეგად მიღებული მძიმე ჭრილობებით გარდაიცვალა.