ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დაწერა.
"უკანონოდ მსჯავრდებული ქ.ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - წერს მახარაშვილი.
გიორგი ერმაკოვი და ბათმის მერიის კიდევ 6 მაღალჩინოსანი 2019 წლის 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ბათუმის მერიის მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა ტენდერში ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას უკანონოდ გაამარჯვებინეს. ამ კომპანიას ავანსი ჩაერიცხა, თუმცა არაფერი აშენებულა.
პროკურატურა ბრალდებულებს მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდა.
გიორგი ერმაკოვს 7-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.