რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, მარნეულში შუახნის კაცი მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა ერთ-ერთი რესტორნის ეზოში მოხდა. კაცს იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევა დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.