პოლიციამ მთაწმინდაზე ძალადობრივი და პრორუსული დაჯგუფების 17 წევრი დააკავა. ჯომოფობიური ჯგუფების წევრები "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას აპროტესტებენ.
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ღონისძიებაზე მიმავალ ადამიანებს გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ.
პრორუსი მოძალადეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დღეს, 2 ივლისს, გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.