ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია ქალი, მკვლელობაში ბრალდებული კი, მისი ყოფილი ქმარია.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.