დღეს ჩვენ მოვალენი ვართ, ხიდათ ვიქცეთ მომავალი თაობისა. ჩვენ უნდა გავბედოთ დღეს, რომ ვიქცეთ საქართველოს და ევროკავშირს შორის ხიდად და უნდა იცოდეთ, რუბიკონი უკვე გადალახულია, - განაცხადა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მწერალმა და მთარგმნელმა, ოქტაი ქაზუმოვმა.
მისი თქმით, დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ევროპა გახადონ, როგორც ლიტონი სიტყვა. ვითომ - ფუყე, ვითომ - არაფრისმომცემი. "ისინი თვითონ გველინებიან დეზინფორმაციის რუპორებად".
"დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ევროპა გახადონ ჩვენთვის, როგორც ლიტონი სიტყვა. ვითომ - ფუყე, ვითომ - არაფრისმომცემი. ისინი თვითონ გველინებიან დეზინფორმაციის რუპორებად. არადა, იდეამ ევროპისამ გამოიარა, ფარტაზის გული, გამოიარა იოანე ათონელის გული, დავით აღმაშენებლის გული, როდესაც მან 80 ბავშვი გაგზავნა ბიზანტიაში განათლების მისაღებად. იდეამ ევროპისამ, გამოიარა სულხან-საბას გული და ყველა ქართველი მეფის გული, რომელიც ისწრაფვოდა დასავლეთისკენ. იდეამ ევროპისკენ, გამოიარა დავით და იოანე ბატონიშვილების გული. იოანე ხელაშვილის გული, რომელიც სოლომონ დოდაშვილის მასწავლებელი იყო. გამოიარა სოლომონ დოდაშვილის გული და გამოიარა, დიდი თერგდალეულების გულები. გამოიარა 1918 წლის პირველი რესპუბლიკის მესვეურთა გულები და ვინ მიგდია ივანიშვილი და მონანი მისნი, რომ სტადია შეაჩერონ ისტორიული, მარადიული სწრფვა ჩვენი ქვეყნისა დასავლური ოჯახისაკენ, რამეთუ ჩვენ ვართ წევრნი დასავლური ოჯახისა.
მეგობრებო, როდესაც დიდი ილია მგზავრის წერილებში, ლელთ ღუნია გულისტკივილიოთ ამბობს, რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნოდესო" და დღეს განმარტავენ რომ გვეკუთვნოდესო. კი ბატონო გვეკუთვნოდეს, მაგრამ გვეყუდვნოდეს ნიშნავს, მხარის აბმას, ერთმანეთზე მიყრდნობას, დაყრდნობას, როგორც დღეს ამის ნათელი მაგალითი ხართ თქვენ. სწორედ იმ იდეას გულისხმობდა, რომ მოქალაქეთა შორის, უნდა იყოს ერთი აზრი, იდეა, მომართულობა, მიზანსწრაფულობა. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნოდეს არ ნიშნავდა იზოლაციონისტობას, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნოდეს არ ნიშნავდა ნაჭუჭში ჩაკეტვას. პირიქით, კოალიციურობა! აი, ეს არის, ნამდვილი ძალა. ჩვენ იმიტომ გვინდა ევროპაში, რომ ევროპა არის, თანასწორთა კოალიცია, ევროპა არის მოძმე სახელმწიფოთა კოალიცია, ევროპა არის ძმობის კოალიცია.
როგორც ვაჟა ამბობდა, დღეს ვართ იმ ვითარებაში, "გაღმით შენა ხარ, გამოღმით მე, შუა ჩამოგვდის მდინარეო". დღეს ეს ბარიერი ჩვენსა და ევროპას შორის, არის ეს რუსეთუმე მთავრობა. და დღეს ჩვენ მოვალენი ვართ, ხიდათ ვიქცეთ მომავალი თაობისა. ჩვენ უნდა გავბედოთ დღეს, რომ ვიქცეთ საქართველოს და ევროკავშირს შორის ხიდად და უნდა იცოდეთ, რუბიკონი უკვე გადალახულია", - თქვა ოქტაი ქაზუმოვმა.