თბილისში მოკლული ბიზნესმენი Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი ლევან კაჭარავაა.
ლევან კაჭარავა ბაგებში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის მანქანაში ჩაცხრილეს და სავარაუდოდ, 20 ტყვია აქვს ნასროლი.
Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი ლევან კაჭარავა 53 წლის იყო. წლების წინ, მან ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ერთად კომპანია Silk Road Group დააფუძნა და მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.