თბილისში, ბაგებში მკვლელობა მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი.
მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.