დღეს ცხინვალში რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და ოსი სეპარატისტები ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაზე იმსჯელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"დღეს ცხინვალში რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილის რომან პანოვის თავმჯდომარეობით გაიმართება მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა, რომელიც რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნება", _ იუწყება ოსური მხარე.
მათივე ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნება "უახლოეს მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები".
მასალის გამოყენების პირობები