მიკოლაივის (ნიკოლაევი) საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის სკოლებში 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან რუსული ენის სწავლების აკრძალვის შესახებ.
"უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე მიკოლაივის სკოლებში 1-4 კლასებში რუსული ენის სწავლება იკრძალება“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
ამასთან, აკრძალვას დაექვემდებარება რუსული ენის, როგორც საგნის, კურსის ან ფაკულტატივის საწავლება 1-11 კლასებში, ასევე "საგანმანათლებლო გარემოს ფორმირება რუსულ ენაზე".
აღმასრულებელი კომიტეტის წევრის ეკატერინა სტოკოლიასის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ყველა მუნიციპალურ სასწავლო დაწესებულებას.