ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა, ხოლო მეორე ბავშვის მდგომაროება მძიმეა.
როგორც იუწყებიან, ორივე ბავშვი 10 წლამდე ასაკისაა.
მომხდარზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია