დღეს, 30 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აწყობენ მრგვალ მაგიდას "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების" შესახებ, რომელშიც საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ რეგულაციებთან დაკავშირებით არსებულ კრიტიკულ შენიშვნებს, მათ შესაბამისობას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და საფრთხეებს, რომლებსაც ახალი რეგულაციები სამოქალაქო სექტორის ეფექტური საქმიანობისთვის და სამოქალაქო ნდობის აღდგენისთვის შეიცავს.