საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ორი ავტობუსი სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს შეეჯახა.
ავტობუსები ერთმანეთს გვირაბში შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. გუნდის სხვა წევრები არ დაშავებულან. ფეხბურთელის ოჯახის წევრები ინფორმირებულები არიან, ნედელევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს თბილისში სერიოზული ავტოსაგზაო ინციდენტი შეემთხვა. აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალი გუნდის ორი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა. პირველი ავტობუსის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და მას მეორე ავტობუსი უკნიდან დაეჯახა. შეჯახების შედეგად ტოდორ ნედელევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას დეტალური გამოკვლევა უტარდება. გუნდის ყველა სხვა წევრი და პერსონალი კარგადაა“, - აღნიშნულია ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, "დინამო არენაზე" ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.