ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაური-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე. სოფელ ჭოგნარში - ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სატვირთო მიკროავტობუსი, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, დაახლოებით, 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა.
როგორც თვითმხილველმა “გურია ნიუსს” შეატყობინა, მძღოლს დაზიანებები არ მიუღია.
"დაახლოებით, 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. როგორც ჩანს, იტრიალა მანქანამ. მხოლოდ ბუჩქები და გვიმრებია მაგ ტერიტორიაზე. მძღოლს დაზიანებები საერთოდ არ მიუღია. შემთხვევა ახალმომხდარია და ჯერჯერობით, შსს-ს წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან", - ამბობს თვითმხილველი "გურია ნიუსთან".