ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა რუსი ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენადი ლაგუტამ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
"დნიპროპეტროვსკის ოლქის მხრიდან გათავისუფლებულია 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი", - განაცხადა მან.
მისი თქმით, ოლქის ოკუპირებული ტერიტორია მოსახლეობის ნახევარმა დატოვა. ასევე ლაგუტას თქმით, უკრაინის შეირაღებული ძალები სამხრეთის მიმართულებით მიიწევენ.