ლუჰანსკის ოლქში რუსი სამხედროების ცეცხლს ფრანგი ჟურნალისტი ემსხვერპლა. ინფორმაციას რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი ავრცელებს.
უკრაინული მედიის თანახმად, დაღუპული BFM-TV-ის ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი.
გაიდაის თქმით, ჟურნალისტი შეჯავშნული მანქანით გადაადგილდებოდა, რომელსაც რეგიონიდან 10 ადამიანი უნდა გაეყვანა. ავტომობილი ცეცხლის ქვეშ მოყვა და ჭურვის ნამსხვრევებმა მანქანის ჯავშანი გაარღვია.
"ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიღო ფრაგნა ჟურნალისტმა, რომელიც ევაკუაციის შესახებ მასალას ამზადებდა. საპატრულო პოლიციელი სიკვდილს ჩაფხუტის წყალობით გადაურჩა", - იუწყება გაიდაი.
24 მაისს, უკრაინის მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტმა გაარვცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამთვიანი ომის შედეგად დაღუპულია 29 ჟურნალისტი.
ლუჰანსკის ოლქში ბოლო რამდენიმე კვირაა სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთის ძალები რეგიონის დიდი ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა ლისიჩანსკის რაიონში ოლქის ჩრდილო-დასავლეთით უკრაინელი სამხედროები პოზიციებს ინარჩუნებენ. სევეროდონეცკში, რომელსაც ნაწილობრივ რუსები აკონტროლებენ, ქუჩის ბრძოლები