ეუთოს საერთაშორისო ორგანიზაციის კონფლიქტების დაუშვებლობის ცენტრის დირექტორი ხერბერტ ზალბერი თბილისსა და ცხინვალს "კონფლიქტის დაძლევისკენ მიმართული შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ" მოუწოდებს.
"აქ ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ მხარეებმა უნდა გადადგან შემხვედრი ნაბიჯები, რომლებიც კონფლიქტის დაძლევისკენ იქნება მიმართული", - განცხადება ამის შესახებ ზალბერმა დღეს, ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ეუთოს, როგორც ორგანიზაციას "არ შეუძლია მკაფიო პოზიცია ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა სტატუსი უნდა ჰქონდეთ ახალ ტერიტორიულ წარმონაქმნებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს".
"ეუთო მხარს უჭერს და ემხრობა კონსესუსის პრინციპს, თუმცა არსებობს ორგანიზაციის სხვა წევრთა საწინააღმდეგო პოზიციები ამ საკითხთან მიმართებაში", - განმარტა ხერბერტ ზალბერმა.
გარდა ამისა, ზალბერის აზრით, თბილისსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებათა პროცესის დალაგება ხანგრძლივი პროცესი იქნება.
"ალბათ, საოცრებას ვერ ასტანაში დაგეგმილი სამიტი მოახდენს, თუმცა იგი ქმნის საშუალებას ამ საკითხზე სახელმწიფოთა მეთაურებმა იმსჯელონ", - დასძენს ის.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტი ასტანაში 1-2 დეკემბერს გაიმართება.