უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 242 ბავშვი დაიღუპა და 440-ზე მეტი დაშავდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა დონეცკის ოლქში - 153, კიევის ოლქში - 116 და ხარკოვის ოლქში - 108.
გარდა ამისა, რუსული ჯარების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მუდმივი დაბომბვისა გამო დაზიანდა 1888 სასწავლო დაწესებულება, 180 მთლიანად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები არასრულია, რადგან მიმდინარეობს მუშაობა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დასადგენად აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, ასევე დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.