უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავდასხმა მოხდა.
ამის შესახებ კირილ ბუდანოვმა "უკრაინსკა პრავდას" განუცხადა.
"პუტინზე მოხდა თავდასხმა... არც ისე დიდი ხნის წინ, როგორც ამბობენ, კავკასიის წარმომადგენლების მეშვეობით იყო მასზე მკვლელობის მცდელობაც კი. ეს საჯარო ინფორმაცია არ არის. ეს იყო სრულიად წარუმატებელი თავდასხმა, თუმცა ის რეალურად მოხდა... ეს იყო დახლოებით ორი თვის წინ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის წარუმატებელი იყო. ეს ამბავი არ გახმაურებულა, მაგრამ მას ადგილი ჰქონდა", - განაცხადა ბუდანოვმა.