უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია ერთდროულად 90 დღით - 23 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა თავის ტელეგრამის არხში განმარტა, რომ 320-მა სახალხო დეპუტატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის განკარგულების დამტკიცებას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ.
ამ კვირაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებებს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გახანგრძლივების შესახებ და რადას წარუდგინა დასამტკიცებლად.