რუსეთმა უკრაინაში წარმოებულ დამპყრობლურ ომში უკვე 29 050 სამხედრო დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
24 თებერვლიდან 22 მაისის პერიოდში რუსეთმა დაკარგა:
პირადი შემადგენლობა: დაახლოებით 29 050;
ტანკი - 1 285 ;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 3 141;
საარტილერიო სისტემა - 599;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 201;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 93;
თვითმფრინავი - 204;
ვერტმფრენი - 170;
საავტომობილო ტექნიკა და ტანკერი - 2 194 ;
გემი/კატერი - 13;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 470;
სპეციალური ტექნიკა - 43;
ფრთოსანი რაკეტა - 107;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.