ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, რუსეთმა სავარაუდოდ, ჯარები გადაისროლა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ცალკეულ რაიონებში და ემზადებიან შეტევისთვის სამხრეთის მიმართულებით.
„რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, ემზადებიან შეტევისთვის, რათა დაიკავონ ხერსონის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი და წინ წაიწიონ ზაპოროჟიესკენ“, - ნათქვამია ISW-ი ანგარიშში.
როგორც ხერსონის საოლქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რუსეთის ძალებმა მიიღო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის შევსება და უახლოეს ხანებში მოსალოდნელია საბრძოლი მოქმედებების გააქტიურება.
ISW-ის თანახმად, ინჟერნისა და გულიაიპოლის სამხრეთით, რუსეთის ძალების მაღალი კონცენტრაცია მოწმობს იმას, რომ რუსეთის ჯარები პოტენციურად ემზადებიან შეტევის გაგრძელებსთვის გულიაიპოლის მიმართულებით.
ამასთან, ISW წერს, რომ ოკუპირებულ მელიტოპოლში გამოჩნდა ბანერები, რომელიც ეძღვნება ტავრიჩესკის გუბერნიის შექმნის 220 წლისთავს, რაც შესაძლოა მოწმობდეს იმას, რომ რუსებს სურთ ხერსონსა და ზაპოროჟიეში ოკუპირებული ტერიტორიები გადააქციონ კვაზირესპუბლიკად, დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების მსგავსად.