უახლოეს კვირებში რუსეთი, უკრაინაში, სავარაუდოდ, გააგრძლებს მასირებულ საარტილერიო დარტყმებს და დონბასში შეტევაზე გადასვლის მცდელობას.
ამის შესახებ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის განახლებულ ანგარიშშია ნათქვამი.
უწყების ინფორმაციით, რუსეთმა საარტილერიო ცეცხლის გაძლიერებას ორი მიზეზით მიმართა: სამიზნეების აღმოჩენის შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფრონტის ხაზის ფარგლებს გარეთ რეგულარული საბრძოლო თვითმფრინავების ფრენების რისკის არარასებობის გამო.
უწყებას მაგალითად მოჰყავს ჩერნიჰივის ოლქი, სადაც რუსეთის ძალების ცეცხლის გამო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის 80% დაზიანდა.
"ამ ზარალის მასშტაბები მოწმობს რუსეთის მზადყოფნას გამოიყენოს არტილერია დასახლებების წინააღმდეგ შერჩევითობის ან პროპორციულობის მინიმალური გათვალისწინებით", - აცხადებენ სამხედროები.