რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვლიდან შეყვანილი ჯარების მესამედი დაკარგა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა იუწყება.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუს სამხედროებს შორის საბრძოლო სულისკვეთება ისევ დაბალია, რაც უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს ხელს შეუშლის.
ამის გარდა, დაზვერვის მორიგ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეტევამ დონბასში ტემპი დაკარგა და გრაფიკს მნიშვნელოვნად ჩამორჩა.
ბოლო თვის განმავლობაში რუსეთმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი წინსვლა, ამასთან, განიცადა დიდი დანაკარგი. აღნიშნული პრობლემები დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაღრმავდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებების - გადასასვლელი ხიდებისა და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დაკარგვით.