უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 128-ე ბრიგადამ ხელთ იგდო ნადავლის სახით რუსული ტექნიკა ჩრდილოეთ ოსეთიდან, მათ შორის უახლესი BMP-3, იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედროების პირადი ნივთები.
"კარპატისპირეთის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადა, უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვა ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით აგრძელებს რუსების უკუგდებას და უკრაინის ოკუპირებული მიწების გათავისუფლებას", - ნათქვამია განცადებაში.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ძალების შეტევის შედეგად რუსები გაიქცნენ ბრძოლის ველიდან, მიატოვეს ფაქტობრივად, ხელუხლებელი უახლესი BMP-3, საბრძლო მასალით (ყუმბარმტყორცნები, ნაღმები, ცეცხლსასროლი იარაღი), დოკუმენტები, პირადი ნივთები.
დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულ მონაკვეთში, მანამდე ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზში, სოფელ სპუტნიკში ბაზირებულ სამხედრო ნაწილ 43057-დან უკრაინაში გაგზავნილი რუსეთის არმიის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.