რუსეთის დუმამ ოს სეპარატისტებთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც კაპიტალდაბანდებების ურთიერთ დაცვასა და მხარდაჭერას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის დუმის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი ავრცელებს.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელი რუსებმა და ოსმა სეპარატისტებმა 2009 წლის 1 დეკემბერს მოაწერეს. აღნიშნული შეთანხმების მიზანი იყო "საერთაშორისო სამართლებრივი პირობებისა და გარანტიების შექმნა რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის სამეწარმეო საქმიანობისთვის და საინვესტიციო საქმიანობისთვის".
"აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეთა ინვესტორებისათვის სამართლიანი და თანასწორუფლებიანი კაპიტალდაბანდების რეჟიმის შექმნას, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს დისკრიმინაციული ზომების მიუღებლობას და ნაციონალური ინვესტორებისათვის ან მესამე ქვეყნების ინვესტორთათვის თანაბარი პირობების შექმნას. შეთანხმება ეხება ინვესტიციებს, რომლებიც 1994 წლის 1 იანვრიდან განხორციელდა", _ იუწყება ოსური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები