რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ვარშავაში მომხდარ ინცინდენტს ეხმიანება, რა დროსაც პოლონეთში რუსეთის ელჩსა და მის თანმხლებ დიპლომატებს წითელი საღებავი შეასხეს.
ზახაროვას განცხადებით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო ისედაც უკვე ცხადი - "დასავლეთში ფაშიზმის რეინკარნაციის კურსი აიღეს".
"ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცების საფლავის გვირგვინით შემკობის დროს პოლონეთში რუსეთის ელჩს სერგეი ანდრეევს და მის თანხმლებ რუს დიპლომატებს თავს დაესხნენ.
ნეონაციზმის თაყვანისმცემლებმა მორიგ ჯერზე გაიშიშვლეს სახე და ის სისხლიანია. მეორე მსოფლიო ომის გმირების ძეგლების აღება, საფლავების შეურაცხყოფა, ახლა კი ყოველი წესიერი ადამიანისთვის წმინდა დღეს ყვავილებით შემკობის ცერემონიის ჩაშლა, უკვე ცხადად ადასტურებს - დასავლეთში დასახულია ფაშიზმის რეინკარნაციის კურსი. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, უნდა ეშინოდეთ ევროპის მცხოვრებლებს სარკეში თავიანთი ანარეკლის", - წერს ზახაროვა ტელეგრამის არხზე.
შეგახსენებთ, რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს, წითელი საღებავი შეასხეს ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცების საფლავის გვირგვინით შემკობის დროს.