პოლონეთში რუსეთის ელჩს სერგეი ანდრეევს წითელი საღებავი შეასხეს.
მედიის ინფორმაციით, ელჩს საღებავი შეასხეს ვარშავაში, როდესაც ის "საბჭოთა ჯარისკაცების საფლავის გვირგვინით შემკობას ცდილობდა".
საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელთაც ელჩს საღებავი შეასხეს, სკანდირებდნენ: "ფაშისტებო!, ფაშისტებო!".
ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა რუსეთის მედიამაც გაავრცელა, თუმცა შეძახილები - "ფაშისტებო", წაშლილია.