სემეკის წევრმა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტმა, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო ERRA-სა და ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკის მარეგულირებლების ასოციაციის (MEDREG) მიერ ორგანიზებულ რიგით მე-10 მაღალი დონის შეხვედრაში.
თურქეთში, ქ. სტამბულში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.