ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შედგა, - წერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო სოციალურ ქსელში.
"ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შედგა. ბატონ ლაშა ხუციშვილთან ვისაუბრეთ ენერგოუსაფრთხოებასა და განახლებადი წყაროების განვითარებაზე, მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მიმართულებით ევრობანკიდან მისაღები დახმარების შესახებ,“ - ოდილ რენო-ბასო.