26 აპრილს თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება.
როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 26 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისები დაინიშნება.
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში;
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.