სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დელეგაცია იმყოფება. რუსულ დელეგაცია აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერისა და რუსული დელეგაციის შეხვედრაზე საკითხთა ფართო სპექტრი განიხილებოდა.
რუსულ დელეგაციას ოლეგ ტკაჩოვი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე არიან ალექსანდრ პოჩენოკი და რუდიკ ისკუჟინი.