Feedc-ის დამფუძნებლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.