სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე ვეკიდები, ვინაიდან 18 წლის განმავლობაში საქართველოს არასოდეს არ გამოუხატავს აფხაზეთთან მიმართებაში პოზიტიური დამოკიდებულება. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომლის დროსაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალას არ გამოყენებს.
"ომისა და პროვოკაციის გარდა ჩვენ საქართველოსგან არაფერი გვინახავს ამიტომაც სააკაშვილის განცხადება ჩვენთვის არავითარი სიგნალი არ არის, რომელიც გვაუწყებს, რომ საქართველო მზადაა ჩვენთან დიალოგი დაიწყოს", _ განაცხადა მაქსიმ ღვინჯიამ და დასძინა, რომ სწორედ ამიტომაც აფხაზური მხარე ყოველივე ამას თავშეკავებულად და სიფრთხილით მიუდგება და სააკაშვილის სიტყვების სისწორეს კონკრეტულ მოქმედებებში შეამოწმებს.
მასალის გამოყენების პირობები