სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. ბერლინში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე FRUITLOGISTICA 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: შპს აგროლეინი, შპს ლურჯი ველი, შპს გეოფრეში, შპს აგრითაჩი და შპს ალფა მიერ წარმოებული პროდუქცია.
გამოფენაში მონაწილეობდა შპს იმერეთის აგროზონა, რომელმაც სასათბურე კლასტერისა და სასწავლო- სადემონსტრაციო ცენტრის პროექტები წარადგინა.
"ეს არის შესაძლებლობა ქართული აგროპროდუქციის მწარმოებლებისთვის, მოახდინონ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამ მიმართულებით ქართული კომპანიების მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფანცულაიამ.
FRUITLOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ პლატფორმას. გამოფენას, ყოველწლიურად 70,000 ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 80 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,000-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.