სუმის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლდა. ამის შესახებ საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ჟივიცკი Facebook-ზე წერს.
"ოლქის ტერიტორია ორკებისგან თავისუფალია, ამიტომ თუ თქვენ გესმით აფეთქებების ხმა (და ეს ხმები ბოლო დღეებში ხშირად ისმის) - იცოდეთ, რომ მაშველები და ასაფეთქებელი ტექნიკა მუშაობს), მიმდინარეობს საბრძოლო მასალების გაუვნებლყოფა, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ჩვენს მიწაზე დატოვეს", - ამბობს ჟივიცკი.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ რეგიონის ტერიტორია დანაღმული და შეუსწავლელი უბნების გამო უსაფრთხო არ არის. ჟივიცკი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, მანამდე რუსი დამპყრობლებისგან სრულად გათავისუფლდა კიევის, ჟიტომირისა და ჩერნიჰოვის ოლქები.